იტალია რუსეთს საქართველოდან ჯარის გაყვანისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. ხელისუფლების პოზიცია იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუს კოლეგასთან შეხვედრისას გამოხატა.
მოსკოვში თბილისიდან ჩასული ფრანკო ფრატინი რუსეთს უკანონოდ გახსნილი საგუშაგოების დემონტაჟსაც სთხოვს. რუსეთის საგარეო უწყების პირველი პირი კი აცხადებს, რომ კრემლი საერთაშორისო დამკვირვებლების ჩასვლას ელოდება.