სენაკის სოფლებში რუსულ ბომბებს აფეთქებენ. რაიონში განაღმვითი სამუშაოები მიმიდნაროებს. მოსახლეობა გახიზნულია. სპეციალისტებმა სენაკის სამხედრო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე 28 კერა აღოაჩინეს.
სულ ამ დროისთვის 45 ცალი კასეტური 500 კილოგრამიანი და ტონიანი ბომბებია ნაპოვნი. ეს არის რუსული ავიაიერიშის დროს ჩამოყრილი აუფეთქებელი ჭურვები. ბომბების უმეტესობა მოსახლეობის ეზოებში 4 მეტრის სიღრმეზეა. ნაწილი კი მოქალაქეების სახლებშია ჩარჩენილი. კასეტურ ბომბებს ადგილზევე ააფეთქებენ, რის გამოც აუცილებელი გახდა მოსახლეობის ევაკუაცია. დაზარალებულ ოჯახებს დახმარებას ხელისუფლება გაუწევს.