მინი-ჩეთი

სტატისტიკა

შესვლის ფორმა

ძებნა

კალენდარი

«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები

GEORGIA
პარასკევი, 2024-04-19, 11:59 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა | RSS
მთავარი » 2008 » სექტემბერი » 9 » 15 ოქტომბრისთვის საქართველოში არცერთი რუსი ჯარისკაცი აღა
15 ოქტომბრისთვის საქართველოში არცერთი რუსი ჯარისკაცი აღა
5:18 PM
   
 
ნიკოლა სარკოზი - 15 ოქტომბრისთვის საქართველოში არცერთი რუსი ჯარისკაცი აღარ უნდა დარჩეს
თბილისი.09.09.08."ჯი-ეიჩ-ენი". 15 ოქტომბრისთვის საქართველოში არც ერთი რუსი ჯარისკაცი აღარ უნდა დარცეს - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყნის მეთაურმა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ 9 სექტემბერს მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, რუსეთმა აიღო ვალდებულება, რომ 15 ოქტომბრისთვის საქართველოში არც ერთი რუსი ჯარისკაცი არ უნდა დარჩეს.

"მიგვაჩია, რომ ყველაფერი ის, რასაც ჩვენ დღეს ვაკეთებთ, სწორია და ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ. ეს არის რეალობა. ეს არის ეტაპობრივი გეგმა. ჩემი პირველი ჩამოსვლა დაკავშირებული იყო იმისკენ, რომ შეწყვეტილიყო ცეცხლი. ამჟამად, ჩვენ უკვე მივაღწეთ იმას, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები უნდა გავიდნენ შეთანხმებული ტერიტორიიდან და ეს არის ცალსახა, ყოველგვარი ორჭოფობის გარეშე", - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ნიკოლა სარკოზის განცხადებით, რუსეთის შეიარაღებული ძალები უნდა დაუბრუნდნენ იმ მდგომარეობას, სადაც ისინი იმყოფებოდნენ კონფლიქტის დაწყებამდე.

ეს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმაც დაადასტურა. პრეს-კონფერენციაზე, რომელიც სარკოზი-მედვედევის შეხვედრის შემდეგ გაიმართა შეთანხმების ტექსტის წაკითხვისას დიმიტრი მედვედევმა აღნიშნა უნდა მოხდეს : "რუსული სამშვიდობო ძალების სრული გაყვანა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმდებარე ზონებიდან ხაზზე, რომელიც საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე არსებობდა. ეს გაყვანა განხორციელდება 10 დღეში მას შემდეგ, რაც ამ ზონებში საერთაშორისო მექანიზმები ამოქმედდება, მათ შორის განთავსდება არანაკლებ 200 დამკვირვებელი ევროკავშირიდან, რაც უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2008 წლის 1 ოქტომბრისა იმ იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტების ხელმოწერის გათვალისწინებით, რომლებიც გარანტიას იძლევა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ძალის არ გამოყენებაზე".

სარკოზიმ იმედი გამოთქვა, რომ მოსკოვი, სამი პრეზიდენტის, სარკოზი-მედვედევი-სააკაშვილის მიერ 12 აგვისტოს ხელმოწერილ 6 პუნქტიან შეთანხმებას და, ასევე 8 სექტემბრის მოლაპარაკებებზე მიღწეულ შეთანხმებას არ დაარღვევს. საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, ეს თუ მაინც მოხდება, "საქმე სულ სხვაგვარად იქნება".

სარკოზის განცხადებით, მნიშვნელოვანია ასევე შეთანხმების ის ნაწილი, სადაც საქართველოდან რუსული ჯარის გასვლის და საქართველოში ევროკავშირის დამკვირვებლების შემოსვლაზეა საუბარი. დამკვირვებლები არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე, არამედ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განთავსდებიან, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ არის აღიარებული. რაც იმას გულისხმობს, რომ ევროკავშირის დამკვირვებლები შევლენ როგორც აფხაზეთის, ასევე ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე.

სარკოზის თქმით, ოსეთსა და აფხაზეთში საერთაშორისო დამკვირვებლები აუცილებლად ჩავლენ.

პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით, 2008 წლის 8 სექტემბრით დათარიღებულ დოკუმენტში საუბარია, რომ "ევროკავშირის დამკვირვებლებმა უნდა მოიცვან საქართველოს მთელი ტერიტორია". იგი აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთსაც გულისხმობდა.

"ევროკავშირის დამკვირვებლები ნაბიჯ-ნაბიჯ, როგორც ეს პრეზიდენტმა სარკოზიმ განაცხადა, საქართველოს მთელ ტერიტორიას მოიცავენ," - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

პრეზიდენტ სარკოზის განცხადებით, ევროკავშირის მისია დევნილტა დაბრუნების პროცესის ინტენსივობასაც მიადევნებს თვალს.

სარკოზიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საუბარია არა მხოლოდ იმ დევნილებზე, რომლებიც რუსეთის მიერ საქარათველოს წინააღმდეგ აგვისტოს თვეში განხორციელებული აგრესიის შედეგად გამოაძევეს საკუთარი სახლებიდან, არამედ იმ ადიამიანებზეც, ვინც დევნილად გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში იქცა.

კატეგორია: პოლიტიკა | ნანახია: 1369 | დაამატა: geoarmy | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: